თეგებით ძიება

ევროკავშირს, ალბათ უხალისოდ, მაგრამ მოუწევს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან ურთიერთობა - სანქციები კონსენსუსს მოითხოვს, რომელიც არ არსებობს - იოზვიაკი

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს (ალბათ უხალისოდ), მაგრამ მოუწევს „ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სტატიაში წერს.

იოზვიაკი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოქმედების ვარიანტები მცირდება და ძირითადად ეს სამ რამეს უკავშირდება: წინსვლის ვარიანტების სიმცირე, ევროკავშირის შიგნით უთანხმოებები, და სიცხადის ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით თუ რეალურად რა მოხდა არჩევნების დღეს და საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში.

„ასევე იყო სხვა ნიშნები, რომ [საქართველოს] საკითხი უკვე უკანა პლანზეა. ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამომავლო ხელმძღვანელის, კაია კალასის, სამსაათიან მოსმენაზე საქართველო საერთოდ არ იყო ნახსენები. ევროკავშირის სამომავლო გაფართოების კომისარმა, მარტა კოსმა, ასევე არ ახსენა საქართველო თავისი მოსმენის შესავალ სიტყვაში, მაგრამ [საქართველოს] საკითხზე ევროპარლამენტის წევრმა დაუსვა კითხვა. მან [კოსმა] განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულ იქნა, შესაძლოა განახლდეს, თუ მთავრობა ბოლო დროს მიღებულ საკამათო „უცხო აგენტების” კანონსა და “ანტი-LGBT კანონს” გააუქმებდა;

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს (ალბათ უხალისოდ) მოუწევს “ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ ისინი [“ქართული ოცნება”] არიან საცეკვაო მოედანზე, ასე რომ ევროკავშირს რეალურად დიდი არჩევანი არ გააჩნია;

ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ უდავო დამადანაშაულებელი მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც საუბარია მასშტაბურ გაყალბებებზე. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა არჩევნებზე, მაგრამ ეს უჩვეულო პრეტენზია უფროა. (რამე უფრო რეალისტური, ალბათ, 40-სა და 50-ს პროცენტს შორის მხარდაჭერა იქნებოდა),” - წერს იოზვიაკი.

როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს შეიძლება სამი თვე დასჭირდეს, ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება, გარდა ლოდინისა.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკვე შეჩერდა, და გაერთიანებასა და თბილისს შორის პოლიტიკური კონტაქტები უკვე დაქვეითდა. სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო და მთავრობისადმი პირდაპირი დახმარების 120 მილიონი ევრო გაყინულად რჩება;

სანქციები კონსენსუსს მოითხოვს, რომელიც არ არსებობს. არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, ვინც ეწინააღმდეგებიან, არამედ ბულგარეთი და იტალიაც, მხოლოდ ორი რომ დავასახელოთ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განიხილებოდა, მაგრამ ბევრი, მათ შორის გერმანია, მოსახლეობის სამიზნეში ამოღების მომხრე არ არიან - წერს იოზვიაკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა