მთელი ღამე დავრჩებით აქ - ელენე ხოშტარია
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია - როგორც კოალიცია „ცლვიელებებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარაიმ განაცხადა, ბრძოლა გრძელდება და პოლიტიკური ლიდერები მთელი ღამე ადგილზე დარჩებიან.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა გამოცხადებულია და ის არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს.
თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ - თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენ მოქალაქეს, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნება და გაიწევა რუსეთი ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით და არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ახლა აქ ვორგანიზდებით, აპარატურა მალე აეწყობა და დავბანაკდებით ისევ აქ“, - განაცხადა ხოშტარიამ.