"ეს განცხადება პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო" - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება:
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საჯარო გამოსვლაში გიორგი რურუას წარსულის და მისი მორალური სახის განხილვა არის სამარცხვინო და უკიდურესად ამორალური.
მით უმეტეს, მისივე წარსულს და მორალურ სახეს თუ გავითვალისწინებთ.
ps აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს განცხადება პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო", - წერს გვარამია ფეისბუქზე.