პრეზიდენტის ულტიმატუმი ოპოზიციას - რა შემთხვევაში შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას?
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, გიორგი რურუას შეწყალების პირობა მისცა.
"მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. ამას ვღებულობ მხოლოდ ერთი პირობით - ეს ნაბიჯი ამ კრიზის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს.
ეს გადაწყვეტილება განხორციელდება მაშინ, როცა მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორეს მხრივ, აშშ და ევროკავშირი აღიარებს, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს", - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.