თეგებით ძიება
19. 04. 2021 სპორტი

რევოლუცია ფეხბურთში - დაარსდა ევროპის სუპერლიგა, რომელსაც "ფიფა" და "უეფა" ეწინააღმდეგება

რევოლუცია თანამედროვე ფეხბურთში. გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ალბათობით მსოფლიო ფეხბურთს თავდაყირა დააყენებს - დაარსდა ევროპის სუპერლიგა, რომლის დამფუძნებელი 12 კლუბია.

ახალი ტურნირის შექმნა ყველა მათგანმა დაადასტურა. სუპერლიგის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ფიფა" და "უეფა".

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კლუბებს სანქციებით ემუქრება, უეფამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ნახევარფინალური თამაშები შეაჩერა.

დამფუძნებელი კლუბები არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "მადრიდის რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი".

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა