თეგებით ძიება

"სამარცხვინო პოლიტიკოსად გთვლიდით ყოველთვის და დღესაც ასეა" - ელისო კილაძე სალომე სამადაშვილს

ჟურნალისტი ელისო კილაძე, "ნაცმოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, სამარცხვინო პოლიტიკოსს უწოდებს.

"სალომე სამადაშვილი, სამარცხვინო პოლიტიკოსად გთვლიდით ყოველთვის და დღესაც ასეა !
პარტიის ლიდერი ,რომლის სიითაც დეპუტატი გახდი ციხეშია,და ხელს აწერ დოკუმენტს პარტიის და ლიდერის გარეშე !
გული მერევა !", - წერს კილაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოს ხელი არ მოუწერია.

რაც შეეხება "ნაც მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, როგორც პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა