"საქართველოს სამომავლო გზა" - პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა
"საქართველოს სამომავლო გზა" - პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა.
დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალი პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს. მას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები ესწრებიან, ხოლო ონლაინ რეჟიმში ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელიც ესწრება.
დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს, როგორც პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრმა.
ხელი მოაწერა ასევე, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილი, ხათუნა სამნიძე, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვაშაძე.