თეგებით ძიება

ამის უშუალო მონაწილე ვიქნები - როდის აანონსებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას შემოდგომაზე აანონსებს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე, პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა და ის ამის უშუალო მონაწილე იქნება.

"ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. 43%-იანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ესაა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად.

ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგად. [...]

მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი" - ამბობს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა