თეგებით ძიება

გიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეგვიძლია სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა