თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე: ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა

ნიკა მელია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ მოინახულა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. მისივე თქმით, გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება, რადგან მელია გირაოს გადახდას უკანონოდ მიიჩნევს.

„ნიკა მელიას მოვუყევი იმ საუბრების და მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც გვქონდა ბოლო დღეებში და ასევე, ვესაუბრე დღევანდელი შეხვედრის შესახებ შარლ მიშელთან. ის არის მხნედ. მას რა თქმა უნდა, არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ, სანამ ის არ გათავისუფლდება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა