პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ამნისტიის პროექტზე მუშაობას იწყებს
შარლს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ამნისტიის პროექტზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შალვა შავგულიძემ განუცხადა, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობასა და კანონპროექტის მომზადებაში.
პირველი ონლაინ შეხვედრა დღეს 14:00 საათზე ზუმში გაიმართება, სადაც საბოლოოდ განისაზღვრება, თუ როგორ ჩამოყალიბდება ეს ჯგუფი. დღის ბოლოს კი უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვა დაიწყება.
შალვა შავგულიძის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის ნიკა მელიას გარდა, ვის შეეხება ამნისტიის აქტი. ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბოლოოდ დაზუსტდება.
რაც შეეხება ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას, შავგულიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც შეთანხმების დოკუმენტშია გათვალისწინებული.