თეგებით ძიება

თორნიკე რიჟვაძე: სრული ლოკდაუნები არ განიხილება

"ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო", - ამის შესახებ ეპიდვითარების შეფასებისას თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელონ.

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

​გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282869, გარდაიცვალა 3971 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა