თეგებით ძიება

მცოცავი ანექსია გრძელდება, მოსახლეობა კუთვნილ მიწებს კარგავს - ოკუპანტების მორიგი ბორდერიზაცია ქარელის სოფლებში

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის სოფლებში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს - სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს და დირბი-ტახტიძირის გასაყართან ძელები დაამონტაჟეს.

ადგილობრივები კუთვნილ მიწებს კარგავენ. ისინი სახნავ-სათეს მიწებზე ვეღარ მიდიან, რადგან ე.წ. საზღვარი ახლოსაა და ეშინიათ, ოკუპანტების პროვოკაციის ობიექტები არ გახდნენ.

"დაახლოებით 3-4 კილომეტრზეა გადმოწეული, რომ ვიღებთ გუგლის მონაცემებით, ზოგან 7 მეტრია გადმოწეული, ზოგან 10, დამატებით ტერიტორიებს ტაცებენ მოსახლეობას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკა ისევ ძალაშია.

ძელების მონტაჟი მოასწავებს, რომ მალე აქ ახალი მავთულხლართები გაივლის", - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა მიშა ბალიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა