თეგებით ძიება

ვახტანგ მეგრელიშვილი: ნიკა მელიას გადაწყვეტილება ძალიან უცნაურია

"მე საერთოდ არ მესმის, როგორ შემეძლო, ნიკა მელიას საკითხით მევაჭრა მე ან სხვა პარტიებს, ვინაიდან ჩვენ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი შეთანხმება არ გვქონია. თუ ნიკა მელიას ციხეში ჯდომა უნდა, ჩვენ მოვიფიქრებთ მექანიზმს, რომ ის იქ იყოს, მაგრამ თუ კონფლიქტის გადაჭრისთვის არის საჭირო მისი გარეთ ყოფნა, ისეთ სასაცილო მდგომარეობამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად კიდევ ერთი სპეცოპერაცია დასჭირდეს", - ამის შესახებ დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ნიკა მელიას განცხადება ძალიან უცნაურია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი ვცდილობდით, მოგვეგვარებინა კონფლიქტი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. ნიკა მელიას ინტერესების გათვალისწინება ჩემს ამოცანაში საერთოდ არ შედიოდა. ჩემი ამოცანა იყო, მონახულიყო ისეთი ფორმულირება, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, დაგვესრულებინა კრიზისი და გადავსულიყავით სხვა რეჟიმში. ჩვენ გვესმოდა, რომ ნიკა მელიას საკითხი არის პრობლემა შეთანხმებისთვის, ამიტომ ძალიან მოგვეწონა წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა და მისმა წარმომადგენელმა ბევრჯერ გაგვიმეორეს. რეალურად ევროკავშირი აღიარებდა ნიკა მელიას პოლიტპატიმრად. თუ ევროკავშირი იხდიდა იმ ფულს, ხომ გასაგებია, რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ საერთოდ არ მესმის ნიკა მელიას გადაწყვეტილება. ეს ხომ შეთანხმების საბოტირებას ნიშნავს, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი, როგორც აღმოჩნდა, ამ შეთანხმების მომხრეა. მე საერთოდ არ მესმის, როგორ შემეძლო, ნიკა მელიას საკითხით მევაჭრა მე ან სხვა პარტიებს, ვინაიდან ჩვენ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი შეთანხმება არ გვქონია. თუ ნიკა მელიას ციხეში ჯდომა უნდა, ჩვენ მოვიფიქრებთ მექანიზმს, რომ ის იქ იყოს, მაგრამ თუ კონფლიქტის გადაჭრისთვის არის საჭირო მისი გარეთ ყოფნა, ისეთ სასაცილო მდგომარეობამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად კიდევ ერთი სპეცოპერაცია დასჭირდეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა