თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა” თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ… – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ამნისტიის პროექტს ჩაშლის და გირაოს დათანხმდება.

ხუხაშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში, ხელისუფლება ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს შემოიტანს, რაც სისტემის დანაშაულსაც შეეხება.

„ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც.
კენჭისყრას, ბუნებრივია მოიგებენ.
ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”.

ამის შემდეგ, ნაც.მო თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ. აწყობთ კიდევაც.
სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას.
ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა – ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით.”, – წერს გია ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა