თეგებით ძიება
21. 04. 2021 სპორტი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი მიიღო

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც სტარტს 2024 წლისთვის აიღებს.
ახალი ფორმატის მიხედვით ლიგაზე მონაწილეობას მიიღებს 36 გუნდი. (ამჟამინდელი 32-ის ნაცვლად)
გუნდების რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, რეიტინგში მყოფი პირველი ჩემპიონატები დამატებით ერთ ადგილს მიიღებენ, მაგალითად, პრემიერლიგაში ან ლალიგაში დაკავებული მეხუთე ადგილით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებენ, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებენ.
ჩემპიონთა ლიგაზე იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფი, თითოეული გუნდი ჩაატარებს 10 მატჩს, სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც განთესვის შედეგად დადგინდება, თითოეული გუნდი ხუთ მატჩს ჩაატარებს სახლში, ხუთს გასვლაზე.
სატურნირო ცხრილის საუკეთესო 8 გუნდი ავტომატურად მოხვდება ფლეიოფში, ხოლო მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები, დანარჩენი 8 გამსვლელი ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო მათ შორის დამარცხებულები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ.
როდესაც 16 საფლეიოფო გუნდი გაირკვევა, მოწინააღმდეგეები რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, მაგალითად პირველადგილოსანი შეხვდება მეთექვსმეტეს, მეორეადგილოსანი მეთხუთმეტეს და ა.შ.
ახალი ფორმატის მიხედვით, თამაშები სამ დღეზე იქნება გადანაწილებული - სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი - ასეთ შემთხვევაში მაყურებელს უფრო მეტი მატჩის ყურების საშუალება მიეცემა და შესაბამისად, კლუბების შემოსავალიც გაიზრდება.
თითოეული კლუბი მონაწილეობისთვის მიიღებს 12,5 მილიონ ევროს.
სატელევიზიო კონტრაქტებიდან ჩემპიონთა ლიგის გუნდები მიიღებენ 60 მილიონ ევროს.
გამარჯვებული მიიღებს 100 მილიონ ევროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა