თეგებით ძიება
21. 04. 2021 სპორტი

ერეკლე II-ს გარდამავალი თასი ასპინძის რაგბის გუნდმა მოიპოვა

ერეკლე II-ს გარდამავალი თასი ასპინძის რაგბის გუნდმა „ტაომ“ მოიპოვა. პირველი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში, რომელიც ასპინძის ომის 250-ე წლისთავს დაემთხვა, „ტაომ“ საკუთარ მოედანზე თელავის „ჭადარი“ 71:14 დაამარცხა.

მასპინძლებმა სტუმართა ჩათვლის მოედანი თერთმეტჯერ აიღეს, მათ შორის საუკეთესო კი ზაზა ბურძენიძე იყო, რომელმაც სამი ლელო დადო.

შეხვედრას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე და კავშირის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა ესწრებოდა.

გამარჯვებულ გუნდს, ასპინძის „ტაოს“ ცნობილი არქიტექტორის დავით ტაბატაძის დამზადებული ერეკლე II-ს გარდამავალი თასი გადაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა