ტოკიოს ოლიმპიადაზე საფეხბურთო მარათონი 22 ივლისს დაიწყება.
ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომ არაერთ სპორტულ შეჯიბრებას ვიხილავთ ეს ახალი არ არის. მათ შორის არის ფეხბურთი, რომლის წილისყრაც გაიმართა და 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.
ერთ-ერთი ჯგუფი ძალზედ საინტერესო გახლავთ, რომელშიც 2016 წლის ოლიმპიადის ფინალისტები ბრაზილია და გერმანია ერთად მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დაცვას შეეცდება.
ა ჯგუფი - იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, საფრანგეთი
ბ ჯგუფი - ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ჰონდურასი, რუმინეთი
ც ჯგუფი - ეგვიპტე, ესპანეთი, არგენტინა, ავსტრალია
დ ჯგუფი - ბრაზილია, გერმანია, კოტ-დ’იუვარი, საუდის არაბეთი
გეტყვით, რომ მონაწილე ქვეყნებს შემადგენლობაში 23-წლამდე ფეხბურთელების წაყვანა შეუძლიათ, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი ნაკრებებს აძლევს იმის უფლებას, რომ სამი ისეთი მოთამაშე წაიყვანონ, რომლებიც 23 წელს გადაცილებულნი არიან.
ცნობისთის, ტოკიოს ოლიმპიადაზე საფეხბურთო მარათონი 22 ივლისს დაიწყება.