ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე
ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ 3 ტურით ადრე უნგრეთის ჩემპიონი გახდა.
დვალი განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია. ხარაიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
„ჩემს კარიერაში ჩემპიონატის პირველად მოგება საოცარი გამოცდილება იქნება. შვედეთში თასი მოვიგე, მაგრამ ჩემპიონატში პირველი ადგილი არასდროს დამიკავებია. უნგრეთში ტიტულების დასასაკუთრებლად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ კვირას ჩემპიონები გავხდებით“. - ამბობდა ხარაიშვილი 2 კვირის წინ nemzetisport.hu-სთან ინტერვიუში
„ფერენცვაროშისთვის“ ეს რიგით 32-ე ჩემპიონობა გახლდათ, რაც უნგრეთის რეკორდია. სერგეი რებროვის გაწვრთნილი გუნდი უკანასკნელი 3 სეზონია ჩემპიონობას არავის უთმობს.