გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა!
ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ბელარუს მეტოქეს ხრამიანკუს დაუპირისპირდა და შანსი არ დაუტოვა.
ქართველმა ფალავანმა მეტოქე 12:9 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხრამიანკუ ბევრს ცდილობდა, თუმცა გენომ უმაღლესი კლასი გამოავლინა და შეიძლება ითქვას მარტივად გაიმარჯვა.