თეგებით ძიება
22. 04. 2021 მსოფლიო

მარსმავალმა Perseverance ისტორიაში პირველად მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადი მიიღო

NASA-მ ისტორიაში პირველად მარსის ატმოსფეროდან, რომელიც 96%-ით ნახშირორჟანგისგან შედგება, ჟანგბადი მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 აპრილს როვერმა Perseverance ექსპერიმენტული აპარატის MOXIE მეშვეობით ნახშირორჟანგის ჟანგბადად გადამუშავება შეძლო. პირველი ექსპერიმენტის ფარგლებში NASA-ს სპეციალისტებმა 5,4 გრამი ჟანგბადი მიიღეს, რაც 10 წუთის განმავლობაში სუნთქვისთვის საკმარისია. MOXIE-ს საათში 10 გრამი ჟანგბადის გამომუშავება შეუძლია.

NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია მარსის კოლონიზაციისთვის.

„ჩვენს მიზანს ვუახლოვდებით: ოდესმე მარსზე ადამიანები დავინახოთ“, - განაცხადა NASA-ს დირექტორის მოადგილემ, ჯიმ რეიტერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა