თეგებით ძიება
22. 04. 2021 მსოფლიო

ნიგერიაში შეიარაღებული პირები გატაცებული 23 სტუდენტის გათავისუფლების სანაცვლოდ $2,1 მილიონს ითხოვენ

შეიარაღებული პირები, რომლებმაც ნიგერიის ჩრდილოეთში, კადუნის შტატში გრინფილდის უნივერსიტეტი 23 სტუდენტი გაიტაცეს, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 800 მილიონი ნიგერიული ნაირას (2,1 მილიონი დოლარი) გადახდას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემა Vanguard-ის ცნობით, შეიარაღებული პირები უნივერსიტეტში 21 აპრილს შეიჭრნენ, ერთი ადამიანი მოკლეს და 23 სტუდენტი მძევლად აიყვანეს.

ეს მიმდინარე წლის განმავლობაში კადუნის შტატში სტუდენტების გატაცების მეორე შემთხვევაა. 11 მარტს ერთ-ერთი კოლეჯის საერთო საცხოვრებლიდან შეიარაღებულმა პირებმა 39 სტუდენტი გაიტაცეს. 10 მათგანი უკვე გათავისუფლებულია, დანარჩენის სანაცვლოდ კი ბოროტმოქმედები 500 მილიონი ნიგერიული ნაირას (1,3 მილიონი დოლარი) გადახდას ითხოვენ.

სასწავლებლებსა და სკოლებზე თავდასხმები მოსწავლეთა გატაცების და შემდეგ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ნიგერიაში ბოლო წლებში გახშირდა. 26 თებერვალს ქალაქ ჯანგებეს გოგონათა ინტერნატიდან 279 მოსწავლე გაიტაცეს და მათი გათავისუფლება მხოლოდ 2 მარტს, მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა. გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთი ინტერნატიდან შეიარაღებულმა პირებმა 344 მოსწავლე გაიტაცეს და მხოლოდ 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა