თეგებით ძიება
22. 04. 2021 სპორტი

რა შეკითხვა დაუსვა ხვიჩა კვარაცხელიამ ლუიშ ფიგუს

პორტუგალიის ნაკრების, ბარსელონასა და მადრიდის რეალის ყოფილმა ნახცევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ვიდეოზარის მეშვეობით, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ლეგენდარულ პორტუგალიელს ერთ-ერთი შეკითხვა ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამაც დაუსვა.
ხვიჩა კვარაცხელია: "ერთერთი ხარ იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდნენ. მინდა გკითხო, როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?"

ლუიშ ფიგუ: "ნებისმიერი ადამიანი თავისებურად რეაგირებს წნეხზე. ვიფქრობ, წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, ვყოფილიყავი ტონუსში. ჩემი აზრით, მთავარია, შეეცადო, ყოველდღიურად კონცენტრირებული იყო საკუთარ საქმეზე, მოვალეობებზე, გააუმჯობესო უნარები და ფოკუსირება გააკეთო თამაშზე. უნდა სცადო აბსტრაგირება გარეშე ფაქტორებისგან, პრესისგან, ფანატებისგან. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა