თეგებით ძიება
22. 04. 2021 სპორტი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედლით დაასრულეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედლით დაასრულა.

ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს სანდრო ამინაშვილი იყო, რომელიც გუშინ 86 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში რუს ანტონ ნაიფონოვთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედალი კი 61, 79, 97 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში ბექა ლომთაძემ, ნიკოლოზ კენჭაძემ, ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

ხვალ ვარშავაში კონტინენტის პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით გამოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა