გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სროლებში ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სროლებში ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა.
„ლენოვო ტენერიფემ“, „ბილბაო ბასკეტი“ 86:67 დაამარცხა. 32 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი 16 წუთში ოთხიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნაა, 3 შემთხვევაში კი ბურთი დაკარგა.
25 გამარჯვებითა და 7 წაგებით „ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჩამორჩება.