თეგებით ძიება
22. 04. 2021 მსოფლიო

ერდოღანი: გავაგრძელებთ სიმართლის დაცვას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ „ყალბ ბრალდებებთან“ ბრძოლას და სიმართლის დაცვას მათგან, ვინც ამ ცილისწამების გავრცელებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო უჭერს მხარს“, - განაცხადა ერდოღანმა.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა