თეგებით ძიება
23. 04. 2021 მსოფლიო

ინდოეთში, კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, მუმბაისთან ახლოს მდებარე კოვიდკლინიკაში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია, სულ მცირე, 13 ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ ცეცხლი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში გაჩნდა, ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

ინდოეთი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია; საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგის, საწოლებისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების კრიტიკული დეფიციტია.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 16 მილიონს აჭარბებს. ვირუსს 187 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა