თეგებით ძიება
23. 04. 2021 სპორტი

მიქელთაძე ფორმაში შედის - ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეორედ გაიტანა

ბექა მიქელთაძე საბერძნეთის მეორე სუპერლიგის „ქსანტში“ ჩაირიცხა და თავიდან თამაში დიდად არ გამოსდიოდა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში 23 წლის თავდამსხმელი მშვენიერ თამაშებს ატარებს.

ჯერ „იარაპეტრასთან“ გასვლითი შეხვედრა ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო, გადამწყვეტი გოლი კი 88-ე წუთზე მიქელთაძემ გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა, მერე კი „პანახაიკთან“ შეხვედრაში, თავი ასევე მატჩის ბოლოს, 82-ე წუთზე გამოიჩინა, შეხვედრა კი „ქსანტიმ“ 4:0 მოიგო.

ბექა მიქელთაძემ 2021 წლის ბოლოს ვოლგოგრადის „როტოირი“ დატოვა და საბერძნეთის პირველი ლიგის გუნდში გადავიდა. ბექა საქართველოს ნაკრების კანდიდატია და 2020 წლის ნოემბერში ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ ფორმით ორი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება „ქსანტის“, გუნდმა 12- მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა და 41 ქულა დააგროვა, პლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს, ხოლო მეორე ადგილით პირდაპირ სუპერლიგაში დაწინაურდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა