თეგებით ძიება
23. 04. 2021 სპორტი

ზლატანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა! -"ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სახლია!"

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატანი იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებდა. ფაბრიციო რომანოს თქმით, ეს საკითხი რამდენიმე საათში ოფიციალურად უნდა დადასტურებულიყო.

რამდენიმე წუთის წინ, „მილანის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ შვედი ლეგენდა „როსონერიში“ მომავალ სეზონშიც იქნება.

ამასთან დაკავშირებით თავად ზლატანმა კომენტარი გააკეთა: „ბედნიერი ვარ, ეს ჩემი სახლია. მე აქ კიდევ ერთი წლით ვრჩები. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლავთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ „მილანში“ თამაში სახლში ყოფნას ჰგავს.

ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კლუბი საოცარ გრძნობას მანიჭებს. მწვრთნელები, გულშემატკივრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც აქ მუშაობენ. აქაურობა სახლს ჰგავს. აქ დაბრუნების დღიდან სტეფანო პიოლისთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან მას სწორი მენტალიტეტი აქვს. მას აქვს ენერგია, რომელიც გუნდს ყოველდღიურად ცვლის. მას უნდა, რომ გუნდისგან მაქსიმუმი მიიღოს."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა