კეილორ ნავასი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
34 წლის კოსტა რიკელმა ხმათა 49 პროცენტი მიიღო და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ „ლორიანელ“ არმან ლორიანტესა (35%) და „ნიცელ“ ამინ გუირის (16%) აჯობა.
მარტის თვეში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ნავასმა ოთხი ბურთი გაუშვა და ერთ შემთხვევაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.