თეგებით ძიება

ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა