თეგებით ძიება
23. 04. 2021 სპორტი

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ვარშავაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელორუსი კირილ მასკევიჩი იქნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ფინალური შეხვედრა რემატჩი იქნება, რადგან აღნიშნულ მსოფლიო თასზე დათუნაშვილი ნახევარფინალში სწორედ მასკევიჩთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ზურა დათუნაშვილმა სამი გამარჯვება მოიპოვა. მერვედფინალში მან ხორვატ ლუბურიჩს 6-1 სძლია, მეოთხედფინალში ამ წონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, უკრაინელი მოჭიდავე, ბელენიუკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კიდევ ერთი ტიტულოვანი და ძლიერი მეტოქის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის პრიზიორის დენის კუდლას ბარიერი დაძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა