ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2021 წლი ჩემპიონი გახდა
სერბეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო.
ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობის მესამე ოქროა. ორჯერ ის ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა, მესამედ კი სერბეთის.
შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიზემ ჩემპიონატზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა.