თეგებით ძიება
25. 04. 2021 მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი ქვეყანაში ჩასატარებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, სადაც ფაშინიანიც მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მიმდინარე წლის მარტის მიწურულს პირობა დადო, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებდა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარებულიყო.

სომხეთის კანონმდებლობით კი ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერი უნდა გადადგეს და ახალი პრემიერის არჩევა პარლამენტმა ზედიზედ ორჯერ ვერ უნდა შეძლოს. გარდა ამისა, პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 45 დღისა უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა