მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთთან ბოძები დაამონტაჟეს
მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან რუსმა ოკუპანტებმა ბოძები დაამონტაჟეს.
საოკუპაციო ხაზთან, ბოძები ყვითლადაა შეღებილი და 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთზე განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს 2 რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა. საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციას ახორციელებენ და საქართველოს ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ მავთულხლართებით ღობავენ.