თეგებით ძიება
25. 04. 2021 სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი - გამარჯვებას ვუძღვნი ნიკა მელიას და ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს და 24 აპრილს ევროპის ჩემპიონიც გახდა, ამბობს, რომ გამარჯვებას ძმებ წულუკიძეებს და ნიკა მელიას უღვნის.

გამარჯვებას ვუძღვნი ნიკა მელიას და ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს, - ამის შესახებ განაცხადა სერბეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, ზურაბ დათუნაშვილმა "მთავარ არხთან"

"მინდა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითები უნდა იყვნენ, უკანონოდ სხედან ციხეში.

ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამის გამო ზის საპყრობილეში.

მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის და სერბებს, რომლებიც გვერდში ძალიან დამიდგნენ" - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ბერძნულ-რომაული სტილით სერბეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო.

დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიზემ ჩემპიონატზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა