თეგებით ძიება

ამნისტია გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად - ანრი ოხანაშვილი

ამნისტია გამოიცემა, გავრცელდება ყველა პირსა და დარღვევაზე თანაბრად", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, მმართველი პარტიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი განმარტებით, ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვის შემთხვევაშიც იკვეთება კონვენციური მუხლების დარღვევა.


" არ მივეცით არცერთ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფს შეთანხმების ჩაშლის საშუალება რისი სურვილიც ჰქონდათ.

გაიცვალა პოზიციები, არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, არის რესურსი პოზიციების შეჯერების, თუ ყველას გვინდა, რომ შეთანხმება შედგეს.
როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისოდ დადგენილი წესისა, ამას შეასრულებს "ქართული ოცნება",- აცხადებს ოხანაშვილი.

​დღევანდელ შეხვედრას ელჩები არ ესწრებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა