ყოველი ძილის წინ მესიზმრება, რომ კრწანისის ბრძოლაში ვარ - ელისაშვილი
"ყოველი ძილის წინ მესიზმრება, რომ კრწანისის ბრძოლაში ვარ, ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს, მაშინ გადავტენი ხოლმე და ბალახებივით ვთიბავ სპარსელების ჯარს", – ამის შესახებ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.
„ყოველი ძილის წინ, უსინდისო ვიყო, ღმერთმა მაინც იცის დანამდვილებით, რომ ყოველი ძილის წინ ვარ კრწანისის ბრძოლაში, ბოლო ეპიზოდი რომაა, მესამე დღე, ერეკლეს ჯარი რომ ტყდება და ვეღარ უძლებს, რეზერვი აღარ ჰყოფნის, სანამ 300 არაგველი შემოვა, მანამდე „დეშეკათი“ მივდივარ, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს, მაშინ გადავტენი ხოლმე და ბალახებივით ვთიბავ სპარსელების ჯარს“, – ამბობს ელისაშვილი.