მთავრობა რეგიონების განახლების პროექტს იწყებს
ირაკლი ღარიბაშვილა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განვითარებას იწყებს.
მისი განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.
„მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიქტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა ქალაქაებისა და მუნუციპალიტების კურორტებისა და სახლებების ურბანულ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.