თეგებით ძიება
26. 04. 2021 სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში იასპარეზებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენშია და ATP-250 BMW OPEN-ზე მონაწილეობას მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში ნიკოლოზი ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდება. ქართველი და ბრაზილიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ, 2020 წელს საფრანგეთის Roland Garros დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ბრაზილიელმა მოიპოვა.

შეხვედრა 27 აპრილს თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილი ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ მეწყვილე ანდრე ბეგემანი ერთად, დღეს პირველ მატჩს გამართავს.

ქართულ გერმანული დუეტის მეტოქები ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი ახალ ზელანდიელი მარკუს დანიელი და ავსტრიელი ფილიპ ოსვალდი იქნებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა