რიკაძემ ჩალიანი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დაპირისპირებები გაიმართა. 82 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი აივენგო რიკაძე სომეხ ჩალიან დაუპირისპირდა.
ბრძოლა უშეღავათო და ძალზედ საინტერესო გამოდგა. რიკაძემ მეტოქე 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.