შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომავალი კადრების სათანადო მომზადება
"2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანს მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომავალი კადრების სათანადო მომზადება წარმოადგენს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.
ალექსი ბატიაშვილის განმარტებით, 2020 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და ინსტრუქტორთა შერჩევა, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების წრეებიდან, ასევე სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროფესიული რესურსების გამოყენების გზით.