"სუს-ი უკანონო მოსმენებს არ ახორციელებს" - 20 ივნისის ჩანაწერების წაშლა და გულაშვილის აღიარება, რომელსაც ხელისუფლება უარყოფს
ამ წუთებში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატონიშვილი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მთავარი თემა უწყების გასული ერთი წლის საქმიანობა და გამოწვევებია, თუმცა, გახმაურებულ ფაქტზე, რომელიც უკანონო თვალთვალსა და მოსმენებს ეხება, ბატიაშვილი საუბარს არ აპირებს.
როგორც საზოგადოებამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარებიდან გაიგო, უწყება მას უკანონო თვალთვალსა და მოსმენებს ავალებდა, რომლებიც, როგორც ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, ისე მაღალჩინოსნებთანაც იწარმოებოდა. ივანე გულაშვილმა ისიც აღიარა, რომ ხელმძღვანელობამ 20 ივნისის ღამის მოვლენების ჩანაწერების წაშლა დაავალა, რომელშიც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იყო.
მმართველი გუნდი ძველებურად უარყოფს ფაქტს, რომ სუს-ი უკანონო თვათვალსა და მოსმენებს ახორციელებს.
წაშლილი ჩანაწერებისა და ანა დოლიძეზე, ფარული მიყურადების შესახებ "პოსტ ფაქტუმთან" შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა ისაუბრა. გულაშვილი ამბობდა, რომ დავალებებს პირადად შს მინისტრის მაშინდელი მოადგილისგან, კახა საბანაძისგან იღებდა.