თეგებით ძიება

"გირჩი" პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს

"გირჩი" პარლამენტში შევიდა, თუმცა საკუთარი კაბინეტი ჯერ არ აქვს, რადგან სურთ, რომ გარემო "გირჩულად" მოაწყონ. ერთ-ერთი წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გირჩი აპირებს პარლამენტში სტუდია მოაწყოს და პირდაპირი ჩართვები განახორციელონ, სადაც გარშემო მყოფ დეპუტატებს "გამოიჭერენ" და პარლამენტის საქმიანობაზე გაესაუბრებიან"

„ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ „ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ. ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა