ყოფილმა პრემიერმა სოციალური ქსელის ათვისება აქტიურად დაიწყო - გვერდებს, რომელბსაც უამრავი გამომწერი ჰყავდა, სახელი შეეცვალა და გახარიას "ფეიჯებად" გადაკეთდა
გახარიამ ახალი გუნდის შექმნის პარალელურად სოციალური ქსელის ათვისება აქტიურად დაიწყო. ეს სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი, საკუთარ თავს პიარი გაუკეთოს, რადგან ფეისბუკ-მომხმარებლების აქტიურობა საკმაოდ მაღალია.
სოციალურ ქსელში გაჩნდა არა ერთი ახალი გვერდი, რომელიც გახარიას პიარს ეწევა, ასევე გვერდებს, რომლებსაც უამრავი გამომწერი ჰყავდა, სახელი შეეცვალა და ყოფილი პრემიერის კთვნილ გვერდებად გადაკეთდა.
სახელშეცვლილი გვერდებია: გვერდმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად ერქვა მტრედი, შემდეგ შვიდი, ბოლოს კი გიორგი გახარია გახდა, 2011 წლის 9 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად შექმნილმა გვერდმა 23 მარტს სახელი შეიცვალა და Gakharia & Media გახდა, 2020 წლის აპრილში შექმნილი გვერდი სახელად Ufalia Chemi cxovreba ჯერ საქართველოს დედა ეკლესია, 24 მარტს კი გახარია - პოლიტიკა გახდა