თეგებით ძიება

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა 3 000 ლარამდე გაიზრდება - პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს დაჩქარებული წესით შეიტანს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით შევა, რომლის მიხედვითაც პოლიციელისადმი დაუმორჩლებლობა 3 ათას ლარამდე გაიზრდება, ან პატიმრობა 15 დღის ვადით განისაზღვრება.

აქციებსა და პერფორმანსებზე სამოქალაქო აქტივისტებს სწორედ პატრულის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით აკავებენ. მათი შეფასებით, ოცნებამ ცვლილების დაჩქარება საპროტესო მუხტის ჩახშობის მიზნით გადაწყვიტა:

"აპირებენ უფრო გაამკაცრონ სასჯელი ამ მუხლებზე, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერას არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ექნება. არათუ რეპრესიები გაგრძელდება, როგორც ხედავთ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები უფრო ძლიერდება და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც იქნება, რომელიც პარლამენტში შევიდა", - განაცხადა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდა.

მოქმედი კანონით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა 250-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა