მელიას ურჩევნია, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის ტანახმადაც მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.
ბოკერიას განცხადებით, მელიას ურჩევნია მისი გათავისუფლება მიუღებელი გზით - გირაოთი მოხდეს, ვიდრე ამნისტიის კანონით, რომელიც 20 ივნისის სამართალდამრღვევებსაც შეეხება.
"რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი ყველაფერი ნათქვამია, რაც დაწერა. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ ცუდ ვითარებაში, ჩემი აზრით ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით, რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები. ეს პერიოდი მისკენ თითის გაშვერა ვნახეთ ირიბად თუ პირდაპირ - ეს არასწორია...", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.