თეგებით ძიება
26. 04. 2021 სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების 4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, ორმოცდაერთი ქვეყნის ნაკრებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი გახდა 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც ფინალის გზაზე შვედი, რუსი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ მალხას ამოიანს აჯობა.

მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) - ბრინჯაოებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა