თეგებით ძიება

ანრი ოხანაშვილი - მელიას ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება

მელიას ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

"43ნახვები
ერთი ადამიანი ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაცია-დეესკალაციას. ამისთვის ერთერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა