თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი საპატიმროში ნიკა მელიას მონახულებას აპირებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი, საპატიმროში ენმ-ის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრას აპირებს.

"კანონპროექტის როგორც შეტანა, ისევე უკან გამოწვევა ყოველთვის შეიძლება. ამიტომ ჩვენ ამისთვის ჯერ გვაქვს დრო. ჯერ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხვალ დავწყოთ შეთანხმების შესრულება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას", რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას.... მე ვაპირებ ნიკასთან შევიდე საპატიმროში. თუ შევძლებ ხვალვე, მაგრამ მაქსიმუმ ზეგ და მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიხატება ხვალინდელი დღის შემდეგ", - აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა